Friday, July 9, 2010

სასწავლო პროექტი



სასწავლო პროექტი
მთავარი იდეა როგორ აისახა აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება ქართულ ხელოვნებაში?


მნიშვნელობა/აქტუალობა

1. კლასიკოსები მუდამ თანამედროვენი არიან. არც აკაკი წერეთლის შემოქმედებას დაუკარგავს დღეს მნიშვნელობა პირიქით.
2. მოსწავლეები ღრმა და საფუძვლიან ცოდნას შეიძენენ აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
3. ეს პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითი მუშაობის უნარის განვითარებაში; ისწავლიან მუზეომებსა და ბიბლიოთეკებში მუშაობას; გაიღრმავებენ თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლების პროცესში გამოყენების ცოდნას.

მიზნები შედეგები

აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების საფუძვლიანი გაცნობა და გააზრება;
დამოუკიდებლად იინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ორგანიზება;
ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება;
საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
ქართ. მე-10. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს.
ქართ. მე-10. 4. მოსწავლე აანალიზებს და აფასებს თანაკლასელების ზეპირ მოხსენებებს.
ქართ მე-10. 6. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს ფუნქციონირებისა და ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. მე-10. 8. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს, პუბლიცისტურ თხზულებებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
ქართ. მე-10. 13. მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
ქართ. მე-10. 15. მოსწავლე წერს გამოხმაურებას წაკითხულ წიგნზე ან წაკითხულ მხატვრულ ნაწარმოებზე.


შეფასების საგანი და პროცედურები

ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
ზეპირი პრეზენტაცია;
ჯგუფური თანამშრომლობა;
მუზეომებისა და ბიბლიოთეკის გამოყენება;
ისტ-ის გამოყენება.


რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ

პროექტის წარმატებით შესრულებისათვის მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ წერის ბიოგრაფია და პროგრამით გათვალისწინებული მაწარმოებები;
წაკითხული უნდა ჰქონდეთ ის კლასგარეშე თხზულებები რომლებსაც მასწავლებელი მიუთითებს წინასწარ;
შეეძლოთ ისტ-ის გამოყენება და რეფერატის შესრულება.


რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო

მე-10 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო(გამომცემლობა „სწავლანი“);
სასკოლო ბიბლიოთეკა - აკაკი წერეთელი „გამზრდელი“ (გამომცემლობა „ბაკმი“);
დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (რეჟ. ვ. ამაშუკელი);
მხატვრული ფილმი „ბაში-აჩუკი“ (რეჟ. ლ. ესაკია);
აკაკის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები;
ცუფრული ფოტო აპარატი;
კომპიუტერი;
ინტერნეტი;
ავტობუსი.


სასწავლო პროექტის მსვლელობა

1. თემების წარდგენა და ერთ-ერთის შერჩევა -1 გაკვ.
2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება; პროექტის გეგმის შემუშავება; ჯგუფებად დაყოფა; დავალებების გადანბაწილება; წყაროების მითითება. -1 გაკვ.
3. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება. -1 გაკვ.
4. ექვსკურსია საჩხერეში - სხვიტორისა და სავანეს სახლ-მუზეომების ნახვა და საჭირო ინფორმაციის მოძიება.-1 დღ.
5. აქტივობების განხორციელება - კგუფები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:
ა) აკაკის ცხოვრება ქართულ კინოში(ვიდეო კოლაჟი);
ბ) აკაკის შემოქმედება ქართულ მხატვრულ ფილმებში(ვიდეო კოლაჟი);
გ) აკაკის თემა ქართულ პოეზიაში(რეფერატი);
დ) აკაკის პოეზია და ქართული მუსიკა(მუსიკალური კლიპი); -2 კვი.
6. პროექტის პრეზენტაცია. -1 დღ.
7. პროექტის შემაჯამებელი შეფასება. -1 დღ.